მეომარ მგელთა დიპლომატია, თაობათა შორის დაპირისპირება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის გამო

მსოფლიო პოლიტიკაში იშვიათად შევხვდებით სახელმწიფოს რომელსაც ფაქტობრივად რამდენიმე დეკადის განმავლობაში უცვლელი ჰქონდა საგარეო პოლიტიკის ზოგადი კონტურები, ჩინური საგარეო პოლიტიკა ერთ-ერთი გამონაკლისია ამ თვალსაზრისით.   რა თქმა უნდა, ჩინური დიპლმატიის პრიორიტეტები იცვლებოდა დრო და დრო, თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში სხვადასხვა თაობის დიპლომატები მიჰყვებოდნენ საგარეო საქმეთა პირველი მინისტრის ჭოუ ენლაის  „მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთ პრინციპს“ და ტენგ … Continue reading მეომარ მგელთა დიპლომატია, თაობათა შორის დაპირისპირება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის გამო

ძინისა და სონგის დინასტიების დაპყრობა მონღოლების მიერ

ჩინეთი მონღოლთა დაპყრობების ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. ჩინგიზ ყაენმა ჯერ კიდევ 1205 წელს განახორციელა პირველი წარმატებული ლაშქრობა დასავლეთ სიას (西夏) იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მონღოლებმა აღნიშნული იმპერია რამდენჯერმე დალაშქრეს და საბოლოოდ ჩინგიზ ყაენის გარდაცვალებიდან მალევე- 1227 წელს საბოლოოდ გაანადგურეს იგი (3 : 262). მეორე ჩინური იმპერია, რომლის წინააღმდეგაც მონღოლებმა ჩინგიზის მმართველობის პერიოდში … Continue reading ძინისა და სონგის დინასტიების დაპყრობა მონღოლების მიერ

კორონავირუსი ჩინეთში

       ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაწყებული ეპიდემია დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევა გახდა. შესაბამისად, როგორც მეცნიერებში, ისე საზოგადოების ფართო მასებში ვირუსისადმი ინტერესი დიდია. ყველას აინტერესებს მისი წარმომავლობა, სიმპტომები, პრევენციის მეთოდები და ა.შ. რადაგანაც ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ ყოველდღიურად უამრავი მასალა იდება ვირუსის შესახებ და მათ შორის დიდი ნაწილი ცარიელი სპეკულაციაა. ამ სტატიაში შევეცდებით საზოგადოებას გავაცნოთ დღეისათვის არსებულ მონაცემებზე … Continue reading კორონავირუსი ჩინეთში

ჩინგიზ ყაენის ლაშქრობები ჩინეთში

ვრცელი სტეპები ჩინეთის ჩრდილოეთით უძველესი დროიდანვე წარმოადგენდა მომთაბარე ხალხთა საცხოვრებელს. მათგან მომავალი საფრთხე კი ჩინური ცივილიზაციისათვის ყოველთვის დიდი იყო. სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული მომთაბარე ხალხები განუწყვეტლივ აწარმოებდნენ ლაშქრობებს სამხრეთით, ჩინეთის მიმართულებით. მათი მიზანი ყოველთვის იყო ჩინეთის ტერიტორიების დარბევა, იშვიათ შემთხვევაში კი დაპყრობა. ამ საკითხში ყველაზე მასტაბურ წარმატებას მონღოლებმა მიაღწიეს, რაც მთელი ჩინეთის დაპყრობაში გამოიხატა. მონღოლების წარმატება … Continue reading ჩინგიზ ყაენის ლაშქრობები ჩინეთში

რევოლუციიდან სამოცდაათი წელი-მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ქრონოლოგია

2019 წლის პირველ ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაარსებიდან 70 წლისთავი შეუსრულდა, რომელიც თიენანმენის მოედანზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნა. 1949 წლის პირველ ოქტომბერს მაო ძედუნმა და კომუნისტურმა პარტიამ დაასრულა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი სახელისუფლებო პარტია „კუომინტანგთან“ (ე.წ გომინდანი) და გამოაცხადა სახალხო რესპუბლიკის დაარსება, რომელიც აგერ უკვე 70 წელია ერთპარტიულ ხელისუფლებაშია და პასუხისმგებლობას იღებს, როგორც წარუმატებელ ექსპერიმენტებზე ასევე … Continue reading რევოლუციიდან სამოცდაათი წელი-მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ქრონოლოგია

რელიგიათაშორისი დიალოგი აღმოსავლურ სამყაროში

აღმოსავლური სამყაროს უზარმაზარ სივრცეში ცივილიზაციის და რელიგიური რწმენა-წარმოდგენების ჩასახვა-განვითარება ცალკეულ რეგიონებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, უძველესი თვითმყოფადი ცივილიზაციები ჩამოყალიბდა ჩინეთის, ინდოეთის, ირანის ტერიტორიებზე, უფრო მოგვიანო პერიოდიდან ამ კუთხით აღსანიშნავია არაბული სამყარო, იაპონია და აზიის ზოგიერთი ქვეყანა. ნებისმიერი ისტორიული პერიოდის პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ კულტურული ვითარების სიღრმისეულად და ობიექტურად წარმოსაჩენად უაღრესად მნიშვნელოვანია რელიგიური ასპექტების გათვალისწინება, რამდენადაც აღნიშნული … Continue reading რელიგიათაშორისი დიალოგი აღმოსავლურ სამყაროში

ეკონომიკური მოდერნიზაცია და პოლიტიკური გარდაქმები სინგაპურში

სინგაპური აღმოსავლეთ აზიური ქვეყნებიდან ერთ-ერთია რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შეუძლებელი შეძლო, მოდერნიზდა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ყველასთვის მისაბაძი ქვეყანა გახდა. დღეისათვის, მსოფლიო ბანკის მონაცემებით სინგაპური ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა (The World Bank, 2017) ასევე მეხუთე ადგილს იკავებს იმ ქვეყნების გვერდით სადაც სინგაპური საუკეთესო ადგილად გვევლინება ინვესტირებისათვის (US News, 2017) რაც შეეხება საუკეთესო განათლების … Continue reading ეკონომიკური მოდერნიზაცია და პოლიტიკური გარდაქმები სინგაპურში